ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტებზე მუშაობა შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. კურსის განმავლობაში გამოიყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თავიანთი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები იქნებიან არამარტო მასწავლებლის არამედ მოსწავლის როლშიც. ისინი ასე ვთქვათ თვითონ მოირგებენ თავიანთი მოსწავლეების მანტიას და საფუძვლიანად გაანალიზებენ ყველა შესაძლო პრობლემას რომელსაც შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები სწავლის პროცესში.
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შეიმუშაონ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებენ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.
ტრენინგის მონაწილეები უნდა იყონ საშუალო და საბაზო საფეხურის, სასურველია (არა აუცილებელი) სერთიფიცირებული მასწავლებლები
კურსის ხანგრძლოვობა 36 საათი. სულ 9 დღე (დღეში 4 საათი)
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
სერტიფიცირებისთვის აუცილებელია მინიმუმ 7 ტრენინგდღეზე დასწრება (ბოლო დღეს დასწრება აუცილებელი პირობაა) და პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება.
ტრენინგის მონაწილისთვის აუცილებელი მოთხოვნაა:
· WINDOWS ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
· საქაღალდეებთან მუშაობა
· ვორდის პროგრამაში თავისუფლად მუშაობა
· ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და შენახვა
· Gmail - ის ელ. ფოსტასთან მუშაობა
კურსი შედგება 8 მოდულისაგან.
მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია
Комментариев нет:
Отправить комментарий