понедельник, 29 июня 2015 г.

ინტელის სასწავლო კურსი  მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტებზე მუშაობა  შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები  და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. 
 ინტელის ძირითად კურსში მასწავლებლები შეისწავლიან, თუ როგორ შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ იმუშაონ სასწავლო პროექტის გეგმაზე. კურსის განმავლობაში გამოიყენებენ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თავიანთი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. ტრენინგის განმავლობაში  მონაწილეები იქნებიან არამარტო მასწავლებლის არამედ მოსწავლის როლშიც. ისინი ასე ვთქვათ თვითონ მოირგებენ თავიანთი მოსწავლეების მანტიას და საფუძვლიანად გაანალიზებენ ყველა შესაძლო პრობლემას რომელსაც  შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები სწავლის პროცესში.
კურსის მიზანია, მასწავლებლებმა შეიმუშაონ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებენ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.


ტრენინგის მონაწილეები უნდა იყონ  საშუალო და  საბაზო საფეხურის, სასურველია (არა აუცილებელი) სერთიფიცირებული მასწავლებლები
კურსის ხანგრძლოვობა 36 საათი. სულ 9 დღე (დღეში 4 საათი)
კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
 სერტიფიცირებისთვის აუცილებელია მინიმუმ  7 ტრენინგდღეზე დასწრება (ბოლო დღეს დასწრება აუცილებელი პირობაა) და პროექტის პორტფოლიოს გამოქვეყნება.

ტრენინგის მონაწილისთვის აუცილებელი მოთხოვნაა:

·         WINDOWS ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
·         საქაღალდეებთან მუშაობა
·         ვორდის პროგრამაში თავისუფლად მუშაობა
·         ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება და შენახვა
·         Gmail - ის ელ. ფოსტასთან მუშაობა

კურსი შედგება 8 მოდულისაგან.

მოდული 1: პროექტებით სწავლება
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

понедельник, 1 сентября 2014 г.

„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“

„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“

ტრენინგი მიზნად ისახავს პროექტზე-დაფუძნებული სწავლების მეთოდის გაცნობას, სასწავლო პროექტების განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. ტრენინგის მასალა მოცემულია მისამართზე http://tpdc.ge/essentials.
კურსი 36 საათს მოიცავს, რომელიც 8 მოდულადაა დაყოფილი.
  • პროექტებით სწავლება 
პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვამაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
  • სასწავლო პროექტის დაგეგმვა
სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტისთვისმიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვისმიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავება და განხილვაშეფასების მეთოდებისა და სტრატეგიების განხილვაშეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენადსასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
  • კავშირები
საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესებ განათლების სისტემაშიბიბლიოგრაფიის შექმნა, ინტერნეტრესურსები კვლევის, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესშიინტერნეტრესურსებ შეფასება, ინტერნეტითთანამშრომლობისა და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება.
  • სასწავლო ნიმუშის შექმნა
მოსწავლეთა მიერ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები, მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშების შექმნ და შეფასება: პრეზენტაციებ პუბლიკაციებ, ბლოგები.
  • მოსწავლეთა პროექტების შეფასება
შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები, შეფასების არსებულ პრაქტიკა და ფორმები, შეფასების ფორმებს შექმნ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.
  • დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლა, დიფერენცირებული სწავლების გზებ ყველა ტიპის მოსწავლისთვისმოსწავლეთა თვითრეგულირებისთვის შეფასების დაგეგმვამასალებ მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი).
  • ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკაპრეზენტაცის, დოკუმენტს, ელექტრონული ცხრილსა და ვებრესურსის შექმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობადსასწავლო პროექტის პორტფოლიოს შეფასება,პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიური რესურსები მასწავლებლებისთვის.
  • სასწვლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიოს ჩვენება
სასწავლო პროექტის ელექტრონული პორტფოლიოს მომზადება და წარდგენა.

среда, 12 марта 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

2014 წლის 12 მარტი.
პირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს ტრენინგების ჩატარებისთვის  საუკეთესო ადგილის შერჩევისათვის.
ტრეინგ დღე საინტერესო და დატვირთული იყო:
გავიცანით ტრენერები, მათი ცოდნის გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რადგან  მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჩვენ. 

მოკლედ გაგაცნობთ პირველი ტრენინგ დღის მნიშვნელოვან საკითხებს:

  • ტრენინგის მონაწილეები გავიყავით ჯგუფებად.
  •   მომეწონა ტრენინგის დასაწყისშივე ჩატარებული გონებრივი იერიში,  XX1 საუკუნის უნარ ჩვევებზე, ამ აქტივობას მეც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს ტრენინგებზე.  ავირჩიეთ პროექტი რომელზედაც ვმუშაობთ. საინტერესო იყო მოსწავლეების  ჯგუფებად გაყოფის თემა და მათზე პროექტით გათვალისწინებული აქტივობების გადანაწილება. 
  • ტრენინგის ბოლოს გავეცანით თვითშეფასების პრეზენტაციას და ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებზე თუმცა აქ ბევრი საკითხი ჩემთვის ცნობილი  იყო მეორე დონის ტრენინგებიდან.
  • იმედი მაქვს შემდეგი ტრენინგები კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და ჩვენც შევძლებთ წარმატებული ტრენინგების დაგეგმვას.